вторник, 10 июня 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს წარვადგინე ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია,მოვისმინე კომენტარები.ავტვირთე საკუთარ ბლოგზე.გავეცანი სხვების პრეზენტაციებს.ვარ ძალიან კმაყოფილი ტრენინგებით.მომცა ცოდნა პროექტის შესახებ,რასაც გამოვიყენებ ჩემს  საქმიანობაში.მყავდა სანიმუშო,მცოდნე ,პასუხისმგებელი ტრენერი,რომელიც ცდილობდა არაფერი დაგვრჩენოდა გაუკეთებელი და გაუგებარი.მადლობა ამისთვის ქალბატონ შორენას .მადლობა მასწავლებელთა სახლს ,რომელიც ზრუნავს ჩვენი პროფესიული განვითარებისათვის.

пятница, 6 июня 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

     დღეს გავეცანი  მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონს.პროექტის პროცედურებისთვის  გავიხსენე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ,რომელსაც გამოვიყენებ საკუთარი პროექტის შექმნისას.
      ვისწავლე ფაილის ატვირთვა -გაზიარება გუგლ-დოკუმენტში და ლინკის დადება ბლოგზე.  ავტვირთე ,, ჩემი ლიტერატურული  ბიბლიოთეკის  პრეზენტაცია"

вторник, 3 июня 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლე მოსწავლის ნამუშევრის შეფასებები,გავეცანი მათ ნიმუშებს .შევქმენი რუბრიკები.ტრენინგის დასაწყისში განხორციელდა აქტივობა დაწყვილდი-გაუზიარე.მონაწილეები გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციებს გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები.ვისწავლე საკუთარი ნამუშევრის გუგლდოკუმენტებში ატვირთვა.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი მუშაობით ვისწავლე ინტერნეტის გამოყენება,როგორც საკომუნიკაციო საშუალების.გავეცანი საავტორო უფლებებზე მუშაობას საძიებო საიტებით მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშებს.ბლოგ

რეფლექსიები

პირველი დღის რეფლექსია
ჩატარებულმა მოდულმა მომცა საშუალება გავცნობოდი სასწავლო პროექტებზე მუშაობის ზოგად პრინციპს.შევქმენი საკუთარი საქაღალდე ,სადაც შევინახე პროექტის რუბრიკა,პროექტის გეგმა .რესურსების განყოფილებაში მოვიძიე სანიმუშო პროექტების თემები,რომლის ნიმუშებსაც გამოვიყენებ საკუთარ პროექტზე მუშაობაში.
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგზე გავეცანი ბუკლეტის ნიმუშებს,რომელსაც გამოვიყენებ  დავალების შესასრულებლად.ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება.
მესამე დღის რეფლექსია

ამ მოდულით ვისწავლე ჩემი სტანდარტისა და ინდიკატორების  ჩემს არჩეულ თემაზე მორგება.გავეცანი მიზნების ჩამოყალიბებას ,მიმართულების მიმ ცემი კითხვების  დასმას.მინდა უფრო კარგად და საფუძვლიანად გავერკვე ამ მოდულის მუშაობაში,რაც დამეხმარება ზოგადად ჩემი საგნის  უკეთესად  და საინტერესოდ სწავლებაში.
მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი მეცადინეობა ძალიან ნაყოფიერი იყო.ვისწავლე პროექტის შეფასების მეთოდები.ავირჩიე მეთოდები,მიზნები, ინსტრუმენტები და გავაფორმე საკუთარი გეგმა.გავაკეთე გონებრივი იერიშის კითხვები.