პირველი დღის რეფლექსია
ჩატარებულმა მოდულმა
მომცა საშუალება გავცნობოდი სასწავლო პროექტებზე მუშაობის ზოგად პრინციპს.შევქმენი
საკუთარი საქაღალდე ,სადაც შევინახე პროექტის რუბრიკა,პროექტის გეგმა .რესურსების განყოფილებაში
მოვიძიე სანიმუშო პროექტების თემები,რომლის ნიმუშებსაც გამოვიყენებ საკუთარ პროექტზე
მუშაობაში.
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგზე გავეცანი
ბუკლეტის ნიმუშებს,რომელსაც გამოვიყენებ დავალების
შესასრულებლად.ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება.
მესამე დღის რეფლექსია
ამ მოდულით ვისწავლე
ჩემი სტანდარტისა და ინდიკატორების ჩემს არჩეულ
თემაზე მორგება.გავეცანი მიზნების ჩამოყალიბებას ,მიმართულების მიმ ცემი კითხვების დასმას.მინდა უფრო კარგად და საფუძვლიანად გავერკვე
ამ მოდულის მუშაობაში,რაც დამეხმარება ზოგადად ჩემი საგნის უკეთესად
და საინტერესოდ სწავლებაში.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი მეცადინეობა
ძალიან ნაყოფიერი იყო.ვისწავლე პროექტის შეფასების მეთოდები.ავირჩიე მეთოდები,მიზნები,
ინსტრუმენტები და გავაფორმე საკუთარი გეგმა.გავაკეთე გონებრივი იერიშის კითხვები.
Комментариев нет:
Отправить комментарий